კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 13:44

 

 

 

ისევ მესიზმრე წუხელი,

ჩუმად გინთებდი სანთელს

და სიყვარული უთქმელი

ანგელოსებმა გათქვეს.


ქარმა და წვიმამ წაიღო,

ჩიტმა ატარა ფრთებით,

მთელმა ქვეყანამ გაიგო,

მთელი ქვეყანა მღერის.


ჩვენ ერთ საყდარში ვილოცეთ,

ერთად ვანთებდით სანთელს. 

რა კარგი იყო სიცოცხლე

იმ სიყვარულით სავსე!


შენთვის ყველაფერს გავუძლებ,

გულში სიამის მომფენო,

ჩემი სიცოცხლის საუნჯევ

და ჩემო წუთისოფელო. 

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen