ბაქანსა და
რელსებს შორის
ბიჭი ნახირს მოდენის
და ქალაქელ გოგოს უმზერს -
თავის ტოლს და ოდენას;
ისე
საცოდავად უმზერს,
ლამის ცრემლი მადინოს:
ფიროსმანის მეეზოვე -
რაფაელის მადონას...