კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 08:48

 

 

 

ყური ვუგდოთ ბილილების,

გვირილების ნაზად შრიალს, -

ყვავილების ქვეყანაში

ყვავილების მეჯლისია.


საქართველოს სიყვარულში,

აბა, როგორ დავიღლებით,

ზაფხულშიაც ყვავილები,

ზამთარშიაც ყვავილები!


ზოგი ლურჯად იღიმება,

საქართველოს ზეცასავით,

ზოგი ბროლის ნასხლეტია,

ზოგი მარჯნის შესადარი.


გაუმარჯოს, ვინც ამ დილით

გაუღიმა სატრფოს ნაზად,

ვინც ყვავილი გულის ყვავილს,

მოკრძალებით შესთავაზა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen