კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 13:00

 

 

 

სურვილი გამოაცალე,

თუ გინდა კაცი მოცელო...

კვლავ გამახსენდი, ძუძუზე

მოძალებულო ძოძელო.


ბრაზი მკლავს, შენებრ უებრო,

აღარსად ჩანან ბიჭები...

რომელი ჭრელი ხურჯინი,

რის ჯუბა, რა პაჭიჭები!


...არვინ მეგულვის,მოარგოს

ცხენს ფიცხელს, ლაგამ-ავშარა,

ნანდაურისკენ გასწიოს,

დასტვინოს, ამან დამშალა.


უღონოს, ღამე, ყოველი,

დამწვარ სიზმრებთან მაწყვილებს;

ჩამომისახლდა მოწყენა,

მივტირი შორ სიყმაწვილეს.


სხვა რა მეცადა, გული მეც

ლოდინში გადამელია...

ჩაქროლებულის, ჩავლილის,

შემობრუნება ძნელია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen