კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 05 აპრილი 2026 07:34

 

 

 

ფონად - ცა სიცხით გახუნებული,

სიბრტყე მხურვალე,

სივრცე ურვილი.

თიხის ქოთანი გახურებული,

შიგნით - წყურვილი.

თავად სამყაროს არ გაგონებთ

სურათი განა?!

ყელგამომშრალი ყვავილები,

მზეებს რომ ჰგვანან,

ქოთანში დგანან

და სამუდამოდ მოწყვეტილები

ჯერ კიდევ დილით,

იმზირებიან მოწყენილები:

- სად გაქრა ჩრდილი?

- სადმე, მიწაში თუ ხმებიან ჩვენი

ძირები...

- უძირო ფიქრში იძირებიან

მზესუმზირები.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მამუკა სალუქვაძე  • • •   მამუკა სალუქვაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ