კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 20:06

 

 

 

წკრიალა ზარები, წკრიალა ზარები,

ძველი წერილები დღეს ჩემთან არიან,

მთვარის ცის სხივებში მე გავებანები

და მოგელოდები, თავადო დარიან.

ჩვენი მზე წარსული, სილურჯე მთვარისა,

ყოველი დაბრუნდა და არის სიმწარე,

მე ერთხელ ჩამოგცდი ცისფერი დარდითა,

უფალო მაღალო, ორივე გვიფარე.

მე მუდამ ვარ ჩუმი, არიან წამები,

როდესაც მოდიან და ვხვდები ალებით,

მე ცოტას მიცნობენ, მე ვარ სხვანაირი

ხელებზე მკოცნიან, ყველა, დავალებით.

ძვირფასო თავადო, წახვედი შორს ჩემგან,

ძველი წერილები დღეს ჩემთან არიან,

წკრიალა ზარების ხმაური დამჩემდა

ძვირფასო, მოგელი თავადო დარიან.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen