მიხეილ ქვლივიძე - მთვარე კომშივით ჰკიდია ტოტზე...
|
მთვარე კომშივით ჰკიდია ტოტზე,
ქალი ჩურჩულებს: ”კარგი, მომეშვი..."
გზა დაჰკარგვია პატარა მოზვერს
და მოწყენილი დგას ორღობეში.
ღამე კი არა - ვერცხლის ბინდია,
დასერილია ცა მავთულებით,
და მთვარის შუქზე, ვხედავ, მიდიან
ორნი -
ალაზნის მიმართულებით...
|