კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 12:47

 

 

 

ტრიალებს დედაკაცი, -

ჯიშიანი ლომკაცის ღირსი,

ხელმძღანელობს

ქმარ-შვილის პურობას...

ტრიალებს დედაკაცი, -

შენი იყოს, თუ გინდა სხვისი -

რა სჯობია

მაგის ყურებას!

მოაქვს ხაჭაპური,

შემოგცქერის ალერსით პირში,

ახალისებს

სტუმრის გუნებას...

ტრიალებს დედაკაცი, -

შენი იყოს, თუ გინდა სხვისი, -

რა სჯობია

მაგის ყურებას!

ტრიალებს დედაკაცი,

დედაკაცო, შენით ვართ ლხინში!

მადლი მაღალ ღმერთს და

შენს გამჩენ ბუნებას!

ტრიალებს დედაკაცი, -

შენი იყოს, თუ გინდა სხვისი, -

რა სჯობია

(თუ კაცი ხარ!)

მაგის ყურებას!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen