კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 12:39

 

 

 

შენი წამწამები კიდევ მაკოცებენ,

დარდებს გააცილებს ვნების ქარავანი,

დამფრთხალ სონეტებით ფარდა იკეცება

და ხარ პოეტებში ლექსის ფალავანი.


ძვირფას ქიშმირივით ყოფნა კვლავ იშლება,

ტუჩებს დამახვედრებ მუდამ მხიარული,

დამთვრალ ქუთუთოებს ოქროს კლავიშებად

ცხელად უალერსებს თვალი დახურული.


აღარ მასვენებენ ძველი რვეულები,

თვალებს გამიშტერებს ჩუმი სიქალწულე,

მაგრამ შენ მაკოცებ არაჩვეულებრივ

როგორც მტევნებიდან კაბა საქორწილო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნინო თარიშვილი  • • •   ნინო თარიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen