კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 12:40

 

 

 

ეპიდემია. ეპიდერმა, ცენტრები ეპის...

ძვრება ქუსლები გაქუსლულთა გაცვეთილ ქოშებს,

დგას ირგვლივ სუნი უსასრულო ჯაზის და რეპის,

რა უნდათ ბოშებს?

ალტერნატივა აღარ უჩანს სამთითა მუშტებს,

ეს ცერი მაინც ეცილება შუათითს ალაგს!

აქ ყოფნა უკვე აღარ უნდათ ჩაფუშულ ბუშტებს,

გაბერილებმა  თავის დროზე უგანეს ქალაქს.

გადასარბენზე თითქოს არ ჩანს წითელი შუქი,

ახლა სხვა ფერის თვალებს მალავს ლავსანის კეპი...

და ყველა სარჩულს გამოჰკვრია სილურჯე მუქი

ეპიდემია, ეპიდერმა, ცენტრები ეპის...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen