კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 15:04

 

 

 

გაბრწყინებულ თვალებით,

ანთებული გულებით,

რწმენით, განა წვალებით,

ნებით, განა ცდუნებით,

თოჯინებში ირჩევენ -

რომელია ლამაზი -

მთელი სცენა ირწევა

ტყიურების თამაშით.

ახალ ნომერს აჩვენებს

აკრობატი დათუჩა, -

მერანივით აჭენებს

ჩოჩორს ვეფხვის ნაჩუქარს.

მაკაკები კიბეზე

ხტიან, შუბლებს ისრესენ,

საქანელებს კიდებენ

ჟირაფების კისრებზე.

კურდღელს, გველის სახელით,

ჯაბნის გველის წიწილი,

ამ სურათის მნახველი

ლომი კვდება სიცილით...

და ვინც ამაყ იერით

დასს თვლის თავის მიღწევად,

ხელში უფრო ძლიერის

სათამაშოდ იქცევა!

რეჟისორი - ფულია,

სკამი - ბასრი მახვილი,

სრბოლა მრავალს სწყურია

აღზევების მახვილით.

ჟამმა დაუმორჩილა

გონიერი ცოფიანს,

უცნაური ყოფილა

სცენის ფილოსოფია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი გიგაური  • • •   გიორგი გიგაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen