კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 18:36

 

 

 

ისე უეცრად მიეცა ფასი

წიგნის ფურცლებში მივიწყებულ

მინდვრის ყვავილებს - 

აივსო ჩემი მყუდრო ჭერი ტყეების სუნით,

მშვიდი შრიალით,

ვრცელი მინდვრებით,

რომელთა თავზე დაფარფატებს

კოპლებიანი ჩითის კაბა

და თეთრი,

თეთრი,

თეთრი თიკანი...

 

 

ალვის ხეებში ჟღურტულებს წვიმა...

ცოტა ხნით დარჩი...

და დამიმსხვრიე ეს მყუდროება.

ცოტა ხნით დარჩი,

თორემ ვინ იცის,

რა მოხდეს მერე...

მინდოდა რაღაც მეთქვა და არ ღირს.

ჟღურტულებს წვიმა...

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ავთანდილ გაფრინდაშვილი  • • • ავთანდილ გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen