კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 08:48

 

 

 

ჩვენ შეგვიფარა ძველმა ტაძარმა -

გზადაბნეული ორი ღამურა

თითქოს არის და თითქოს არც არის

ნაღველი, გულში რომ მიმალულა.

ღამის წყვდიადში მთრთოლვარე შიშით

და რიდით ვსინჯავ ტაძრის იარებს,

ნიშნავს და მგონი არაფერს ნიშნავს

ის გზა, რომელიც დღეს გავიარე.

დიდი ხნის წინათ სათქმელი სიტყვა

ვით ძველი დროშა ქარმა დახია,

ჩვენს შორის მაინც ვეძებე დიდხანს

ის, რაც არასდროს არ დაგვკარგვია.

მერე გაჰფანტა ცეცხლმა სიცივე

და ნაპერწკლებით აავსო ღამე...

მოდი, ვიტიროთ ანდა ვიცინოთ,

ისე... უბრალოდ არაფრის გამო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen