კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 14:55

 

 

 

შენ გინახია ომი, შიმშილი,

წაღმა-უკუღმა ტრიალი სოფლის,

შენ ჩამოხრჩობა გქონდა მისჯილი,

შენ ყურადღება მცირედიც გყოფნის.

შენ გიძებნია მინდორში ლეში, -

შენ გიგემნია დამპალი ხორცი,

შენ უპოვნიხარ ჯარისკაცს მკვდრებში,

ღვთაებრივ სხეულს სცმევია ძონძი.

ჭაღარა ვერცხლის! მშვენება მცხრალი!

სულის სიმაღლე! გაძლება ყოვლის!

ხეივანს მოსდევს მაღალი ქალი

და მოჰყავს ჩემსკენ შრიალი თოვლის.

თეთრი არყებით, ჭრელი ვერხვებით,

მე შენს თვალებზე ვნახე თხიერი...

ხარ ბედნიერი სულის შეხებით

და მეც პასუხად, ვარ ბედნიერი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen