კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 25 ოქტომბერი 2026 19:15

 

 

 

დეკემბერების ლურჯი ფოთლები

შემყვარებია სიცოცხლის ფასად,

როს იკარგება ბოროტი წლები

მიზანს აცდენილ ტყვიების მსგავსად.

როგორც ყვითელი, საჭურჭლე თიხა,

აზელილია სისხლში დარდები

და რომ მკითხავენ - შენ პოეტი ხარ?

მე დემონივით ავხარხარდები.

ზოგნი ვერ გრძნობენ, დასანანია

რაა მგოსანი - დაე იცოდნენ,

ის მდუმარეა როგორც მუმია,

მაგრამ მეტყველი როგორც სიცოცხლე...

დეკემბერების ლურჯი ფოთლები

აი, რად მიყვარს სიცოცხლის ფასად,

როს ეცემიან მიწაზე წლები

მიზანს აცდენილ ტყვიების მსგავსად.

შეიძლება დაგაინტერესოთ

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen