ელგუჯა მარღია - მონატრების სერენადა
|
გულში ატირებულ იადონებს,
ფრთებზე აწერიათ სიმარტოვე...
უკვე მეშინია სიყვარულის,
რადგან მიყვარდი და მიგატოვე.
ფრთონავს ოცნებები - კელაპტრები -
ჩემი მარტოსული მენადები...
უკვე მეშინია გახსენების,
როცა მახსენდები, მენატრები.
|