ელგუჯა მარღია - სიყვარული, ტკივილი...
|
სიყვარული, ტკივილი,
შეუნახავთ ბარათებს...
უფლის სულგამოვლილი,
თუ იყავი მანამდე;
ან ვინ იყო პირველი,
ვისშიც შემოანათე...
შენი მონა-მორჩილი,
ბრმა სამარის კარამდე.
უცნაურო, ფარულო,
ყმაწვილო და ბებერო...
ვერ დაგთმობ სიყვარულო,
სენო უკურნებელო.
|