კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 12:56

 

 

 

რა დაგესიზმრა? იასამანი?

და თეთრი ირმის თქრიალა ცური?

ტანს რა გეფარა? ჭინჭრის საბანი?

თავქვეშ რა გედო? პრიალა ცური?

ვითომ მიართვი ირმის რძე უფალს?

იასამნებით მოურთე ტახტი?

ვითომ იცოდი, რაც იმას უყვარს

და ამიტომაც თამამად დახვდი?

რომ ჩაეძინა მოხუცს და დაღლილს,

გამოხვედი და მიხურე კარი?

და მერე ცაში გაფრინდა სახლი,

თეთრი რაშებით და თეთრი ქარით?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen