ოთარ ჭილაძე - შენ სწავლობ...
|
შენ სწავლობ. წიგნებს ეძებ და ყლაპავ.
გაგიჟებს სუნი ძეგლის და დაფნის.
დრო გადის, მაგრამ სჯობს - უფრო სწრაფად.
მძაფრია, მაგრამ სჯობს - უფრო მძაფრი.
ამიტომ, დიდხანს ნუ გაიჩერებ
იმედებს, დღეს რომ თავზე ევლები,
და, თუკი შესძლებ, ახლა იჯერე
გული სიცილით ანდა ცრემლებით.
|