კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 20 მაისი 2026 12:03

 

 

 

ჟამი მიიზლაზნება

და საშველი არა ჩანს,

რიგმა რიგი შეცვალა

და რიგს შეცვლის რიგივე

და ამ ცოდვილ მიწაზე

მეორდება მარადჟამს

სულ ერთი და იგივე,

სულ ერთი და იგივე...


სხდებიან და კანონებს

სწერენ მდივანბეგები,

იქნებ გადაეღობოს

უზნეობას ჯებირად,

მაგრამ ადამიანი

ბრიყვია და რეგვენი,

ისტორიამ აქამდე

ვერრა შეაგნებინა.


სისხლით შეღებილია

ჯარისკაცის ფარაჯა,

თავზე აღზევებულნი

კვლავ იდგამენ გვირგვინებს

და ამ ცოდვილ მიწაზე

მეორდება მარადჟამს

სულ ერთი და იგივე,

სულ ერთი და იგივე...


დრო მიდის და ურიცხვი

დღე და წელიწადია

კერპებს ძეგლებს უდგამენ

და ლოზუნგებს ჭიმავენ,

ძველებს ემიჯნებიან

და შეცდომებს სჩადიან

სულ ერთსა და იმავეს,

სულ ერთსა და იმავეს...


უტიფარი უვიცი

ბრძენს უკითხავს ლექციას,

ზის და გალაღებული

უდარდელად ღიღინებს,

ტალღას მაღლა მიჰყვება

და ქეჩოზე ექცევა

სულ ერთი და იგივე,

სულ ერთი და იგივე...


მაგრამ რა შეუქმნია

ბოროტებას გამაძღარს?

ბოლოს მაინც იმარჯვებს

ის, რაც სუნთქავს სიკეთით...

ვაი, იმ ერს უბედურს,

ერში თუკი სალანძღავ

სიტყვად გადაიქცევა

სიტყვა “ინტელიგენტი”...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen