კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 13 ივნისი 2026 14:27

 

 

 

კახეთს მოვიდა ლაშქარი,

სამი ბელადის ჯარიო.

აქით ტყვე წაუყვანია, -

დედუკა - ჩვენი რძალიო.

ნეტავი, დაო, დედუკავ,

მამცნა სამ-სამნი ძმანიო,

რო გული ასტკივდებოდა,

ეკვლია შენი კვალიო!

ანამც მაქცია ვაჟადა,

მამცა თოფი და ხმალიო,

კი საით მამაკლეინა

ი, ლეკი, შენი ქმარიო,

ერთ ქალად დაფასდებოდენ

ლამაზნი შენნი თმანიო!

მზექალავ, გახუათაო,

შენამც იაღი ხარიო.

საქმის საკეთოდ დამჯდარხარ,

ქათმის ყიულის ხანია,

საგრეხელაში მოვხელეთ

შენი ნასთავი ტარია.

ქავთარო პაპისშვილაო,

შენი დაკარგვა ბრალია!

კი მაინც დაჰრჩა პატრონი,

ღმერთო, დასწერე ჯვარია!

სუ ტიალ-ოხერს იტყვიან,

ბეჩავი გორგის ქალია!

ნუ დამგმობთ, ჩემო სწორებო,

დამნანდეს მამის ძმანია!

ამ თავის სიუჭკოვითა

სუ ავიშურენ სწორნია!...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen