კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 20 მაისი 2026 11:09

გამთენიისას ვარსქენმა მსახურს შუშანიკის ამბავი ჰკითხა და როდესაც თავად იხილა მისი იარები, ბრძანა არავინ შეეშვათ დედოფალთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა.

შუშანიკის მოძღვარი, იაკობ ხუცესი კვლავ შეეცადა თავის სულიერი შვილის მონახულებას.  მცველის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მოახერხა დედოფალთან შესვლა. 

შუშანიკმა გაამხნევა თვალცრემლიანი მოძღვარი, რომელიც შეძრწუნებული უყურებდა მის იარებს, და უთხრა რომ ეს ღამე  მისი სიხარულის დასაბამად იქცეოდა. 

შუშანიკს ჭამა არ შეეძლო, რადგან კბილები ჩალეწილი ჰქონდა. მან მხოლოდ მცირედი პური და ღვინო იგემა.

დედოფალს სურდა ქმრისთვის სამკაულების დაბრუნება და ამის გაკეთება იაკობს სთხოვა. ამ დროს მოვიდა ვიღაც ჭაბუკი, იაკობი იკითხა და მოახსენა, რომ პიტიახში უხმობდა.

ვარსქენმა უთხრა ხუცესს, რომ ჰუნებთან საბრძოლველად მიდიოდა და დაავალა შუშანიკისთვის გამოერთმია სადედოფლო სამკაულები.

ცოლის მიერ დაბრუნებული სამკაულები ვარსქენმა გადათვალა და თქვა, რომ გამოჩნდებოდა ქალი, ვინც ამ ძვირფასეულობას მოიხდენდა.

სასკოლო ლიტერატურა  • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები  • • •  შუშანიკის წამება/შინაარსი

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen