კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 20 მაისი 2026 11:08

იყო ერთი ზარმაცი გიგო.

ერთხელ თქვა: მოდი, ერთი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითაო.

გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და გავიდა სოფლის მოედანზე. ჩამოჯდა იქ კუნძზე, დაიდო წიგნი მუხლებზე და შიგ ცქერა დიწყო, ვითომ ერთი შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო.

წიგნი უკუღმა ედო, არ კითხულობდა და შიგ ტყუილად იცქირებოდა. მალე ძილი მოერია და თავს ასკილივით აქნევდა.

ამ დროს მეზობლის თხა ფეხების ბაკუნითა და წვერის ცანცარით ბაკიდან გარეთ გამოვიდა.

გიგოს თავის კანტური რომ დაინახა, თხას ეგონა, ჭიდაობაში მიწვევსო, გამოექანა, დაეჯახა რქებით, ყირამალა გადაატრიალა და ააღრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო.

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen