კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 06 ივნისი 2026 00:04

იყო ერთი უქნარა, ხელს ვერ გაანძრევინებდი და გამდიდრებაზე კი ფიქრობდა.

ერთხელ ყური მოჰკრა, ამა და ამ სოფელში ცალთვალა ხალხი ცხოვრობსო და სიხარულით ცას ეწია:

- ავშენდი და ეგ არი! წავალ, ერთ ცალთვალას ჩამოვიყვან, სოფელ-სოფელ ჩამოვატარებ და ფულს გავაკეთებო.

ადგა და წავიდა. შევიდა თუ არა იმ სოფელში, ორი ცალთვალა შემოხვდა. ორთვალა კაცი რომ დაინახეს, დიდად გაუკვირდათ, კარგა ხანს უტრიალეს და ათვალიერეს.

მერე ერთმა მეორეს უთხრა:

- ეს რა კაი ვინმე ჩაგვივარდა ხელთ, წავიყვანოთ, სოფელ-სოფელ ჩამოვატაროთ და ფულს მოვაგროვებთ, - და უქნარა წინ გაიგდეს.


 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ქართული ხალხური ზღაპრები • • •  ქართული ხალხური ზღაპრები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen