კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 20 მაისი 2026 09:27

ეზოში ფარშავანგი დადოდა ამაყად. 

საუცხოო სანახავი იყო, დროდადრო ბოლოს მარაოსავით შლიდა, მზის სხივებზე აელვარებდა თვალისმომჭრელი ფერებით. თუმცა ზოგჯერ უსიამოვნო ხმით გაჰკიოდა.

იქვე, გზაზე ორი კაცი მიდიოდა. დაინახეს ეს საოცარი ფრინველი, დადგნენ და მოჯადოებული უყურებდნენ.

- რა მშვენიერია! - თქვა ერთმა, - შეხედე, რა ლამაზად უბრჭყვიალებს ყელი! ხან მწვანედ უჩანს, ხან მტრედისფრად, ხანაც ოქროსფრად! თავზედაც როგორი დიდებული გვირგვინი ადგას! ახლა მის ბოლოს დააკვირდი! არა, ამაზე ლამაზი ფრინველი ქვეყნად არ არის!

არც ისე ლამაზია, შენ რომ გგონია! დააკვირდი, რა უშნო ფეხები აქვს, თანაც როგორი საზარელი ხმით ყვირის! - უპასუხა ამხანაგმა.

გამვლელების საუბარს გოგონამ მოჰკრა ყური და გაოცებულმა ჰკითხა დედას: 

- რომელი ამბობდა მართალს?

- არც ერთი. ორივე ტყუილს ლაპარაკობდა. ერთი ფარშავანგში მხოლოდ კარგ მხარეს ხედავდა, მეორე კი - ცუდს, - უპასუხა დედამ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen