|
დღეს ბავშვობის მოგონებამ, ხმა ჩამძახა, გამაგონა, შემისწორა ნაოჭები, თოთო გული მომიფონა..
მინდვრის ხავსზე გამაგორა, მაკრეფინა ენძელები, საკინძეზე დამაკონა.
ანდერძივით ჩამაგონა, კიდევ ერთხელ გამაბავშვა, მარბენინა გორა-გორა.
შევაგროვე დიდი კონა, დაღლილი და ჭუჭყიანი, თბილ გულმკერდზე ჩამაკონა,
შენ მიყვარხარ დედიკონა.. |