კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 11:36

 

 

 

როგორც იქნა შეგიჩვიეს ძიძებმა,

გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით.

შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,

ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი...


ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს

და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ...

რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს

ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო...


მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,

თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო,

იავნანას ვერ მღერიან ძიძები,

იავნანა დედამ უნდა იმღეროს!..


ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen