კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 06:07

 

 

 

რად გინდა გული მგზნებარი,

თუ ქვეყნისათვის ურგი ხარ?

თუ მუდამ სხვათა მქებარი

შინ თვითონ არვის უქიხარ?

თუ არ გიგრძვნია აროდეს

გმირული საქმის ტრფიალი,

სამშობლოს რად უხაროდეს

შენი ამქვეყნად ტრიალი?

ჩვენი სიცოცხლე რა არი? -

ჩიტივით გაგვიფრინდება",

დილით მზიანი ცა არი,

საღამოს დაიბინდება.

რაზომც დარჩენა გვინდოდეს,

ჩვენს გზას წამიერ გავივლით.

ჩვენს ნაყვავილარ მინდორზე

სხვა გაიშლება ყვავილი.

დაგვრჩება მხოლოდ სახელი,

როგორც გუგუნი ფრთებისა,

როგორც მარადი ძახილი

სამშობლოს მაღალ მთებისა!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen