კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 09:06

 

 

 

რუსთაველზე,

წმინდა ნინოს

და მაცხოვრის ხატთან,

რუსთაველზე,

მლოცველების

და სანთლების ზღვასთან,

მოღალატის,

კაცისმკვლელის,

სატანების ფერხთით,

ჩხრიალებდა,

ჩხრიალებდა

ოცდაათი ვერცხლი!..

აფხაზეთში,

ცხუმის ცის ქვეშ

და რუსთველის ძეგლთან,

აფხაზეთში,

საქართველოს

მაჯასთან და მკერდთან,

მოღალატის,

გარეწარის,

ანტიქრისტეს ფერხთით,

ჩხრიალებდა,

ჩხრიალებდა

ოცდაათი ვერცხლი!..

სამაჩაბლოს,

თეთრი ტაძრის

და ლიახვის პირას,

სამაჩაბლოს,

ავი ხელით

ტყვიადახლილ დილას,

მოღალატის,

მოძალადის

და ხიზანის ფერხთით,

ჩხრიალებდა,

ჩხრიალებდა

ოცდაათი ვერცხლი!..

ოცდაერთში,

კოჯრის ტყესთან

და თბილისის კართან,

რუსთაველზე,

მლოცველების

და სანთლების ზღვასთან,

აფხაზეთში,

ცხუმის ცის ქვეშ

და რუსთველის ძეგლთან,

ქვემო ქართლში,

სიონთან და

წინაპართა ძვლებთან,

მოღალატის,

მოძალადის,

უცხო ტომთა ფერხთით, -

ჩხრიალებდა,

ჩხრიალებდა

ოცდაათი ვერცხლი!..

გაყიდული საქართველო,

გაყიდული სისხლი,

გაყიდული მაცხოვარი,

გაყიდული ფიცი.

ოცდაათი სატკივარი,

ოცდაათი ცეცხლი...

ოცდაათი სიძულვილი,

ოცდაათი მეხი.

ოცდაათი ნაძირალა

შარაგზაზე გდია...

საქართველოს მოღალატეს,

საქართველოს მოღალატეს,

საქართველოს მოღალატეს,

ოცდაათი ტყვია!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen