კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 25 ოქტომბერი 2026 10:51

 

 

 

სული ყელში ამოგგვარეს

"ჩოლოქით" და "რჯულითა",

შენ კი მუდამ ქართულ ზარებს

რეკდი გულის გულითა.

შენს დიდ სათქმელს სულ ამბობდი

სისუფთავე-მირონულს.

სულ აქებდი, სულ ამკობდი

ქართულს, არა პიროვნულს.

საზოგადოს, ლამაზ ქართულს,

წინაპართა სულისას.

ანთებდი და რეკდი სანთურს,

რომ გჩვეოდა - სულ ისე!

მაინც,

მაინც

გულში ისარს

დამცინავად გარჭობდნენ.

იცოდი, რომ შენი ხვედრით

ქილიკობდნენ, ვაჭრობდნენ.

სული ყელში ამოგგვარეს

წარსულით და "რჯულითა",

შენ კი მუდამ ქართულ ზარებს

რეკდი გულის გულითა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen