კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 12:54

 

 

 

როდესაც ერი, თვისს აწმყოთი გამწარებული,

იგლოვდა წარსულს გულდამწვარი, შეწუხებული,

და ვით ცხვრის ფარა, უპატრონოდ მიტოვებული,

ეჩეხებოდა კლდესა და ღრეს, გზადაბნეული,

მამულის შვილნი კი "ლოთებო ნეტავი ჩვენა",

გაიძახოდნენ, "მოგვეცაო დღეს შვება-ლხენა"

და არ ნაღვლობდენ არც სამშობლოს აოხრებულსა,

არც ერს მწუხარეს, ცხარის ცრემლით ატირებულსა, -

მაშინ გაისმა შენი მწარე კვნესა-ტირილი,

გრძნობით აღვსილი, ნაღვლიანი ოხვრა-ჩივილი!

შენ დასტიროდი "ბედსა ქართლისას",

გულგატეხილის მეფის რჩეულსა:

შენ დასტიროდი "ტაძარსა წმინდას,

უდაბნოდ მდგარსა, გაუქმებულსა",

შენ დასტიროდი "ცხოვრებას ფუჭსა",

"ამაოებას წუთისსოფლისას",

"სუმბულს, მოკლებულს სამშობლოს გულსა",

და "მარტოობას, სულის ობლისას!"

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დუტუ მეგრელი  • • •   დუტუ მეგრელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen