კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 08:45

 

 

 

რაღა დროს ტკბილი ნანაა

ხმამოღუღუნე ძიძების

ავი ტაროსი დამდგარა,

ჟამი დგას გამოღვიძების.

კვლავ უმრავლია ქართლის ჭირს,

ავის მოსურნეს მამულის.

მუმლს უნდა ძლევა მუხისა,

ეშმას - ველურთა არული.

გადარწეულან აკვნები

მტრის სულის შიშით გამთანგი,

ჰა, დევის ღონით იღვიძებს

დავითი, ცოტნე, ვახტანგი.

წამოიმართეთ გმირებო,

ახლა ისეთი ხანია,

მტრის ჩვენს მიწაზე ლაღობა

ვეღარც რა ასატანია.

დაჭრიალებენ აკვნები,

იმუქრებიან აკვნები...

არვინ იზრდება - სამშობლოს

ლაშქარში გამოსაკლები..

და მაინც იქნებ მტრობის წილ,

როცა ცრემლით მღერთ ნანინას,

ლელო - უგუნურთ შეტკბობით

ძველებურ გაგვატანინა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen