კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 09:10

 

 

 

მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ, დაუსრულებლად,

და ჩემი გული უსაშველოდ გადაღლილია...

საგურამოსაც ვეწვეოდი, აუცილებლად,

ორგულთა ნაცვლად, რომ მელოდეს დიდი ილია.

მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ, უკიდეგანოდ,

ჩემო მამულო, არავისთვის არ მემეტები!..

წუხელ ვიხილე, რომ მიქროდნენ წიწამურისკენ,

თეთრი ვარდებით დაპენტილი თეთრი ეტლები.

მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ, მე შენ მიყვარხარ!

დაჭრილ სხეულზე გეხუტები და გეფერები!..

ამ ქვეყანაზე ჯერ არასდროს, არსად მინახავს.

სისხლის წვეთები, ო, ასეთი ძოწისფერები!..

ჩემო სამშობლოვ, ო, მიყვარხარ, დაუსრულებლად,

და ჩემი გული უსაშველოდ გადაღლილია...

საგურამოსაც ვეწვეოდი აუცილებლად,

კაკლის ჩეროში, რომ მელოდეს დიდი ილია.


* * * * * * *

მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ, მე შენ მიყვარხარ!..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen