კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 12:44

 

 

ჩვენ შევესწარით - ენა სულს ლევდა

და ანტიენა ბატონდებოდა.

ენას წაერთვა ძალა და მადლი -

სიტყვები ვეღარ ჭრიდნენ გასაჭრელს

და უბრძოლველად

გამორბოდნენ ბრძოლის ველიდან.

ხალხი ამ ენით ფიცს ვეღარ დებდა,

ვერც სალოცავში ილოცებოდა,

და ვეღარც თავის წინაპრებთან ლაპარაკობდა;

ჩვენ შევესწარით - ენა კვდებოდა

და ტყუილების სამსახურში ჩადგნენ სიტყვები;

კაცჭრიჭინები გამოსულიყვნენ

და ჭრიჭინებდნენ ანტიენაზე.

...ჩამოიარა პაპაჩემის აჩრდილმა გზაზე,

შეჩერდა, ყური დაუგდო ჭრიჭინს

და ეს იკითხა გაოცებულ-გაკვირვებულმა:

- სად წავიდნენ სიტყვები?

- რა ომი იყო ასეთი ომი?

- რამ მოკლა ენა?!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen