კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 13 ივნისი 2026 14:56

 

 

 

ღამით, ახალ წელიწადს,

თორმეტი რომ გახდება,

ნეტავ ყველას განახათ -

კოჯრის ტყეში რა ხდება.


გამორბიან ქოხიდან -

მარდნი, თმახუჭუჭები

და ნაძვის ხეს ტანმაღალს

ეხვევიან ჯუჯები.


ათასფერად მოქარგულ

ტოტებს რა არ ჰკიდია;

იქით - ოქროს თევზია,

აქეთ - ვერცხლის ჩიტია.


გოჭის გვერდით ნაცარა

დასკუპულა ბაჭია;

ენას უყოფს ყურცქვიტას

მაიმუნი პრანჭია.


იქვე კონწიალობენ

ციცქნა დათვის ბელები,

ჩაუბღუჯავთ თათებში

ნუგები, ჩურჩხელები…


კენწეროზე ფაფუკი 

კუდით ჩამოკიდული,

ციყვი გახლავთ ნამდვილი,

არ გეგონოთ ფიტული.


აცეკვებულ ფანტელებს

შეჰხარიან ჯუჯები

ხავსისგან მოქსოვილი

აცვიათ ფაჩუჩები.


ხტიან, კოტრიალობენ

იმ ნაძვის ხის გარშემო,

რა ამბავში არიან,

შეგახედათ, ბავშვებო.


თქვენ გლოცავენ: იხარეთ,

ჩვენი მთით და ბარითო,

ასეთ ახალ წელიწადს

მრავალს დაესწარითო!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen