კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 14:40

 

 

 

მზე ჩახლართვია ფურირემს რქებში,

მთებმა მოიხსნეს თოვლის ბექთარი.

გზას მისდევ უხმოდ და სადღაც ეშხით

შემოგანათებს ია ფერმკრთალი.

ჯაგებში ბრდღვინავს მშიერი დათვი

და თავზე შინდის ყვავილი ათოვს.

რად მაკლდებაო თვალში სინათლე -

ბებერი მგელი შეჰყმუის მნათობს.

სურს მოზღვავებულ სიკეთედ იქცეს, -

წყარო მოგელის ტყე-ტყე, ბორცვებთან.

რომ არ გაგითბო ამხელა სივრცე,

მზე ქალწულივით დაიმორცხვებს და

ისე დატოვებს პატარა სოფელს...

გვიან შინისკენ მიგყვება ბინდი,

სარს შეუსწორებ მორღვეულ ღობეს

და ვაშლის ხეებს გახედავ რიდით.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ჭიჭინაძე  • • •   გივი ჭიჭინაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen