კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 09:09

 

 

 

ჩვენ ვისხედით ბოტანიკურ ბაღში,

ყვავილები დამდნარიყვნენ ცვარად...

ახლაც მახსოვს, რომ მითხარი მაშინ:

"სხვას, შენს გარდა, არ მივიჩნევ არად..."


ნიავქარმა დაუქროლა ხეებს,

წეროები გადაფრინდნენ მთაზე...

შენ კოცნიდი ნაზად ჩემს თეთრ ხელებს

და ცრემლები გეღვრებოდა თვალზე.


ჩიტუნები ფრთხიალებდნენ შიშით,

შემოდგომა გვაგონებდა დარდებს...

ჩვენ უბრალო მომაკვდავის ნიშნით

დავცქეროდით თეთრად დამჭკნარ ვარდებს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen