|
ჩამოჭკნებიან ეს ყვავილები, ეს ჯამ-ჯიხვებიც დაიცლებიან, დაეცემიან მთაში ირმები, გულს სურვილები გაეცლებიან, ალაზნის ველებს დასცვივათ ოქრო, დადნება, რაც მთებს დაჰვერცხლებიათ, ვინ იჯადოქროს? უკვდავების დღეს მხოლოდ ლექსები დაესწრებიან! |
| პოეზიის გვერდი • • • |