კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 06 ივნისი 2026 03:39

 

 

 

თოვლი მოვიდა ღუნღულა,

აავსო მთაც და მინდორიც,

ბუხარმა დაიღუღუნა:

ზამთარო,

მოხველ მშვიდობით!

ხან ზვარი ბარდნე ნართვლევი,

ხან ხევში ჩაიბუხუნე,

შენა თქვი შენი სათქმელი,

მე ჩემსას დავაგუგუნებ.

იყოს ღრჭიალი, 

ჭახჭახი

გარეთ თოვლის და ყინვისა,

შემომაჩვიე მალხაზი

გოგო-ბიჭები კისკისა.

შენ კიდევ სარკმელს მოდექი

მოხატე თეთრი ზღაპრითა,

მე ვაჟზე ვიტყვი, ოდესღაც

მზისკენ რაშით რომ გაფრინდა.

წელიც მომგვარე ახალი

ბარაქით, უფლის მადლითა,

ამივსე ბეღელ-მარანი

პურ-ხორცით, ღვინით, თაფლითა.

სათარეშოდ და სამღერად

დაგრჩეს ტყე, 

ჭალა, ქარაფი,

მე გარს მომისხი სალხენად

ჩემი ალალი ჯალაბი.

თოვლი მოვიდა ღუნღულა,

აავსო მთაც და მინდორიც,

ბუხარმა დაიღუღუნა:

- ზამთარო, მოხველ მშვიდობით!


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen