კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 06 ივნისი 2026 01:48

 

 

 

ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,

გავხედო დედაქალაქს მთაწმინდიდან...

თოვს და ჰაერივით ეს ქვეყანაც

თითქოს ცოდვებისგან გაიწმინდა.

უცებ ნოემბერმა გააოცა

ყველა უბანი და ყველა ქუჩა...

თოვლით მოზეიმე საღამოს ცამ

ლამის სატკივარიც გააყუჩა.

თუმცა მარადიულ ცოდვის ტალახს

შენც ვერ მოგვაცილებ, ნატვრისთვალო...

მინდა, თოვლში ვიდგე, თოვლში, ახლა,

მინდა, ფანტელები დავითვალო...

ბარდნის გაბმულად და ნება-ნება,

ფანტელს მონატრების დარდიც მიაქვს...

ახლა ადვილია პატიება,

ახლა შეყვარებაც ადვილია...

ახლა ლამაზია ეს ქვეყანა,

თოვლის მკლავებში რო გაირინდა...

ნეტა, მთაწმინდაზე ამიყვანა,

გავხედო დედაქალაქს მთაწმინდიდან...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ელგუჯა მარღია  • • •   ელგუჯა მარღიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen