კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 06 ივნისი 2026 02:09

 

 

 

მტკივა და მტკივა ეს დეკემბერი,

ყულფივით მახრჩობს ჯვარცმული სივრცე,

და ისე მსახვრავს უსახო ფერი,

ლამის გათელილ გალავნად ვიქცე.

თითქოს ვიღაცა მიძენს და მყიდის

ზამთარი უხმოდ მიიცვალება,

მე რომ მიყვარდა, ის ქალიც მიდის,

შვლისფეხება და ნუკრისთვალება.

დამტოვეთ გრძნეულ მითებთან მარტო,

ანგელოსების ფასკუნჯ  თვალებთან,

რატომ მათრია ცხოვრებამ, რატომ?

ჭოგრიტით რისთვის მითვალთვალებდა?

ვეცლები მიწას ოქროს ფონივით

სამოთხე ფერად ტოგას იზომებს,

უფლის ნაჩუქარ კენტ სტრიქონივით

არსობის პური გამოვიზოგე.

თითქოს ზედ შუბლთან ტყვია იწივლებს,

ქალივით მოთქვამს სიონთან ზარი,

და ფოთლებს,  როგორც დამფრთხალ წიწილებს,

უგულოდ ფანტავს დეკემბრის ქარი.

ახლოა ზეცა, სველდება სახე,

ჯერ ნუ წამიყვანთ, ღრუბლებო ცაში,

ღამე კი კართან ისე ცახცახებს,

როგორც დაჭრილი ბეღურა ქარში…


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - დავით შემოქმედელი  • • •   დავით შემოქმედელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen