კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 ივნისი 2026 14:38

 

 

 

ძალიან ჰგავდა მამამისს ბავშვი,

როგორც შუაზე გაჭრილი ვაშლი,

ძალიან ჰგავდა ბიჭი მამამისს

ისიც მკვირცხლი და ისიც თამამი...

ბუნება ზუსტად იმეორებდა

ხანში შესული კაცის ცხოვრებას.

სიყრმის შეცდომებს,

მაცდურ ზმანებებს,

წარსულის

არა-სასურველ ნაწილს,

ოცი წლის შემდეგ,

დაგვიანებით

ებრძოდა

აზრზე მოსული კაცი...

ბავშვი კი

მაინც ჰგავდა მამამისს,

მაინც ცელქი და მაინც თამამი,

ჰგავდა და

იყო ბავშვი მამაზე -

მხოლოდ ბავშვობის გამო -

ლამაზი...

 

ლექსები მამაზე  • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen