ემზარ კვიტაიშვილი - ძველი ფოტო
|
ერთი სურათი მატირებს,
ასე: საათის სამზე,
დგას მამაჩემი, დავითი,
შვილის სამარეს დამზერს.
მარტია. პალტო აცვია.
ჯვარს მერამდენედ აცვეს.
გული ფსკერამდე ჩაწვია
განწირულია აწვე.
გავს შავი მიწა საფლავის
გაფხვიერებულ ნახნავს...
იმ შვილის გვერდით, გვემული,
თვითონ მარხია ახლა.
|