კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 05 ივნისი 2026 07:22

 

 

 

თუ ვითვლებოდი, მეც ვიყავი ამ მიწის მკვიდრი,

ქალაქთან ერთად ვთენდებოდი და ვღამდებოდი;

მეც ავდიოდი მთაწმინდაზე ღმერთების კიბით

და ვნაყრდებოდი თბილისური მტვერის გემოთი.

ვეძებდი მთვარეს, მთვარე გვიან ამოდიოდა;

ამოდიოდა, მთაწმინდაზე ჩამოდიოდა;

ჩამოდიოდა, სატკივარი რამე სტკიოდა

თუ თვალებს სწვავდა, როცა ქალაქს კვამლი სდიოდა,

კვამლი დიოდა ბუხრებიდან, ცა კანკალებდა,

რადგან ციოდა, რადგან სითბო რჩებოდა ქვევით,

მათხოვარივით მომდგარიყო ყინვა კარებთან,

გამვლელ-გამომვლელს აწყდებოდა რომელიც რქენით.

თვალამრეზილი უცქეროდნენ მაშინ სონეტებს -

სიცივის გარდა ვერაფერი გამოიმეტეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen