კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 07:58
Advertisement

 

 

 

თანსწორობა, სიყვარული

და ცოდვათა მიტევება, -

აი სახარების სიტყვა!

მაცხოვარმა ეს ინება.

მაგრამ კაცთა უგნურებამ

და ბრბომ, წამის მიმდევარმა,

დაივიწყა ის მოძღვრება,

რაც დასტოვა მაცხოვარმა.

თანსწორობა, სიყვარული

და ცოდვათა მიტევება

დარჩა ისევ, როგორც ძველად,

მხოლოდ სიტყვად... ფუჭი მცნება...

როცა ვნატრობთ ყველა ამას,

გარეგნობით ქრისტიანი,

მაშინ მხოლოდ ვფარისევლობთ,

გულში გვიძევს სხვა საგანი!..

და ვიძახით კაჭკაჭივით:

„ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად!

და ახალი აღთქმა მცნებას

მან დაუდვა მარტო დვრიტად!..

ამისთანა ხალხს ვერ ვეტყვი

„ქრისტე აღსდგას“ წრფელის გულით

და აღდგომას ვერ ვულოცავ

თანგრძნობით და სიყვარულით!..

მე ვულოცავ ამ დიად დღეს

მწუხარეს და გაჭირვებულს,

დაჩაგრულს და ბევრის ამტანს,

სიმართლისთვის თავდადებულს!..

ყოველივე მართალია,

რაც რომ ქრისტემ იქადაგა:

დაემხობა ძველი წესი!...

ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!!


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen