კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:35
Advertisement

 

 

 

ნეტავ ვიცოდე რად ელვარებს მზე ცის წიაღზე,

როცა სამყაროს გარს არტყია უკუნი ბნელი,

თუ კი ვერ დაჰხევს შავს ავგაროზს, ფენილს ლურჯ თაღზე?!.

ნეტავ ვიცოდე რად ელვარებს მზე ცის წიაღზე,

სხივთა მფრქვეველი?!

საგაზაფხულო რად გაისმის ჰანგი ციური

და რად მავიწყებს წუთიერად სულის ობლობას,

თუ მას მოჰყვება ყრუ ხარხარი დემონიური?!.

საგაზაფხულო რად გაისმის ჰანგი ციური,|

რად მიშლის გრძნობას?!.

სულისა ლტოლვა რად ესწრაფვის მაღლა ცისაკენ

და რად მინერგავს უკვდავების აღმამფრენ წყურვილს,

თუ კი ცხოვრება მიმაქანებს უფსკრულისაკენ?!

სულისა ლტოლვა რად ესწრაფვის მაღლა ცისაკენ,

რად მიგზნებს სურვილს?!.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen