კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:07
Advertisement

 

 

 

ღამის ნაბადი გახუნდება ცივ ალიონით,

დამთვრალ კაფეში მზის მოსვლამდის დამაყოვნდება.

წამიღებს ფიქრი - ჭიქა ლუდით, - შავ ყალიონით

და მთვარეულად ჩემი სახლი მომაგონდება.

ისლით ნახური წაბლის ოდა - ლხენის ბანაკი,

გიშრის ყანწებით ლალის ღვინო - სახე მზიანი,

თავაზიანი იმერეთი და ფაფანაკი,

ჩემი ოჯახი გულღია და ხალისიანი.

გამოცოცხლდება ჩვენი ჭალა და თევზაობა,

მთა ნაქერალის ზურმუხტებით გადანამწვანი,

მარად ბრწყინვალე, ქედმაღალი ნათესაობა

ცხელ ანდამატით შეჯაჭვული რვანი და-ძმანი.

წინ მიგვიძღვება ვერცხლის წვერით მამა გიორგი,

ღვთის მშობელივით თავს ვევლებით დედა მინადორს,

და ჩემი სისხლი შრება ისე, როგორც იოდი,

როდესაც თვალი ძვირფასებთან ვეღარ ბინადრობს.

მომენატრება უცნაური, ჩუმი სოფელი,

მარჯნის ვაშლები - ბავშვობაში ჩემი დარგული -

და ავტირდები მე - მსოფლიოს უარმყოფელი -

უცხო ქალაქში სასიკვდილოდ გადაკარგული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ივანე ყიფიანი  • • •   ივანე ყიფიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen