კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 18:01
Advertisement

 

 

 

სიკვდილს უჭირავს ხელში ჩემი ბედის ყანთარი,

შენზე ოცნება ჩემს იარებს ვეღარ აშუშებს.

როცა ღამეში წვიმა ნესტავს ფანჯრისა შუშებს -

ცივია ხედვა შენი სახის როგორც ზამთარი.

ვალად აღნიშნავს ჩემს ცხოვრებას ყოფნის დავთარი

მივყიდი ბრმა ბედს სადუშმანოდ ცოდვის ჯაშუშებს.

მოეწონებათ თამამ ქცევით ჩემი სჯა ბუშებს,

როცა შენს მკერდზე ავაღელვებ დანას აფთარი.

მაგრამ... მამუნჯებს ღამის ლანდთა ქცევა ქურდული,

როგორც სუსტ ტუსაღს მამარტოებს კარის ურდული

მაწამებს ფიქრი  სევდით სავსე და უბედური.

ო! როს გავიგებ: - სიკვდილს ებრძვი, გახრჩობს ლაბური -

მსწრაფლ გამოგიკვეთ სამარის ქვას ძველ ჩუქურთმებით.

და... მერე ჩემს თავს მეც დავიხრჩობ შენს შუქურ თმებით!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen