კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 06:16
Advertisement

 

 

 

მოქალაქენო ეხლა სიკვდილს აღარ ვაპირებ:

გამიჩნდა საქმე საარაკო (თქვენ გეცინებათ)

ჩემი ფიქრები ისევ მოსჩანს მთვარის სინებად

და მანიფესტით მე მივმართავ საყვარელ ვირებს:

ჩემო ვირებო, თქვენს სინაზეს ყველა ამცირებს

თუმცა თქვენს თვალებს მე ვიხმარდი სარკის მინებად

და გადავწყვიტე რადგან ღმერთმა ასე ინება

თქვენი სიცოცხლე ავაშორო სიკვდილის გზირებს.

ვერ შეხვალთ, ძმებო, სამოთხეში დღეს მარტო გარჯით

ამაზე მახსოვს ბევრი ფიქრი დამიხარჯია

საჭირო არის გადავარდნა ცეცხლის ყამირში.

გეძლევათ ნება დაარსოთ ცალკე სამეფო

მგონი დრო არის რომ გაექცეთ მონურ წამებას

და შეგიძლიათ მფარველ მეფედ მე ამირჩიოთ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen