კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:52
Advertisement

 

 

 

მე არ გიცნობდით ამორძალო, სწორო თამარის, -

მაქვს სანანებლად თქვენი სახის უნახველობა,

მაგრამ ამბობენ: რაფაელის უნდა ხელობა

თქვენს ნამდვილ პორტრეტს, დღეს რომ ვარდი ფარავს სამარის.

ო, არ დაგცალდათ ნაზი ცქერა მზიან კამარის,

და როს იგრძენი გშორდებოდა უნაღველობა -

გტანჯავდა უხმოთ განწირული ბედის ქველობა

და სიყვარული საქორწილო თეთრი ქამარის.

მოსჩანს მთვარეზე განწირული მამაცი ჯარი

და უჩვევ შიშით ვეფარები ქვის მოაჯირებს:

მოულოდნელად თქვენს სასთუმალს მოძვრება ჯვარი -

ვით ქაფის სვეტი წამოდგებით გაშლილ ქოჩორით,

და მოგონებით გულდაწყვეტილს დიდხანს გაჩერებს:

ქოროღლის ციხე, ტაბახმელა, რუხი კოჯორი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაჟდენ გვეტაძე  • • •   რაჟდენ გვეტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen